Monthly Archives: დეკემბერი 2019

ქართველ მეფეთა პოეზია

  • დეკემბერი 28, 2019

„ქართველ მეფეთა პოეზია“ – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც სულ ახლახანს გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ. წიგნის წარდგინება აკადემიაში შედგა მიმდინარე წლის 27 დეკემბერს მეცნიერებათა აკადემიისა და ქართული ჰერალდიკის სახლის ერთობლივი ორგანიზებით. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ქეთევან ტომარაძემ, ხოლო წიგნის შინაარსი დაწვრილებით მიმოიხილა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. წიგნის იდეის ავტორი გახლავთ ოთარ ციციშვილი, ხოლო ქართველ მეფეთა (დავით […]

გაგრძელება

სამეცნიერო სემინარი მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში

  • დეკემბერი 21, 2019

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების სემინარი. მოხსენება თემაზე „მაგნიტური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან გვიანდელ  ვარსკვლავებამდე“ წაიკითხა აქსელ ბრანდერბურგმა (თეორიული ფიზიკის სტოკჰოლმის საერთაშორისო ცენტრი „NORDITA“, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი). თავის მოხსენებაში პროფესორმა ა. ბრანდერბურგმა  განიხილა სტოქასტური ფონური გამოსხივების სპექტრალური და პოლარიზაციული მახასიათებლების ანალიზის საშუალებით  ადრეულ სამყაროში  არსებული ზეძლიერი […]

გაგრძელება

საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა

  • დეკემბერი 18, 2019

18 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა  პროფესორმა გაიოზ ფარცხალაძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში გააკეთა მოხსენება თემაზე: „ახალი მიდგომები საინჟინრო გადაწყვეტებში კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით“. სხდომას ესწრებოდნენ განყოფილების წევრები და მოწვეული სტუმრები. მოხსენებაში განიხილულ იქნა: რისკის მართვის თანამედროვე განსაზღვრება; რისკის მართვის დაგეგმვა; […]

გაგრძელება

ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

  • დეკემბერი 18, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 18 დეკემბერს გაიმართა ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო საორგანიზაციო საკითხები და მომავალი წლის სამუშაო გეგმა. კომისია საანგარიშო წელს განაგრძობდა გეგმიურ მუშაობას. შედგა კომისიის 6 სხდომა და 3 აქტივის თათბირი. დიდი ყურადღება დაეთმო ნიადაგების ეროზიის საკითხს; ევკალიპტის კულტურას დასავლეთ საქართველოში; ფისტას გაშენების საკითხებს; […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • დეკემბერი 17, 2019

2019 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ მეოთხე სხდომა, რომელიც მიეძღვნა ქვეყანაში ტრანსპლანტოლოგიის პრობლემურ საკითხებს. სხდომაზე, მოწვეული ექსპერტების მიერ, განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სხვადასხვა ფორმის ფინანსური ანალიზი; თირკმლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები; ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების ეტაპები და პერსპექტივები. […]

გაგრძელება

მემორანდუმი ჩინეთის გუანდუნის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოციაციასთან

  • დეკემბერი 16, 2019

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ჩინეთის რესპუბლიკის გუანდუნის პროვინციიდან ესტუმრა დელეგაცია 7 მეცნიერის შემადგენლობით. ჩინელი მეცნიერები ჩამოვიდნენ გუანდუნის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოცოაციიდან, ბატონი ჟენგ კინგშუნის (Zheng Qingshun) ხელმძღვანელობით, რათა უკეთ გასცნობოდნენ ქართველ მეცნიერებს და მათ მიღწევებს. ვიზიტის მიზანია ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გუანდუნის პროვიანციას შორის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, […]

გაგრძელება

შეხვედრა აკადემიის უცხოელ წევრთან ისმეთ დინდარ-მიქელაძესთან

  • დეკემბერი 13, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიდინარე წლის 13 დეკემბერს შედგა შეხვედრა ცნობილ ექიმთან ისმეთ დინდარ-მიქელაძესთან და მისთვის აკადემიის უცხოელი წევრის დიპლომის გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ექიმი მეცნიერებათა აკადემიის 2019 წლის 17 ივნისის საერთო კრებამ აირჩია აკადემიის უცხოელ  წევრად. ისმეთ დინდარ-მიქელაძე ინვაზიურ კარდილოგიაში კორონარული ანგიოგრაფიის, ბალონირების, სტენტირების მიმართულებით თურქეთში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გამოცდილი პროფესიონალია. ამ მიმართულებით […]

გაგრძელება

ოტორინოლარინგოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • დეკემბერი 13, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 26-27 ნოემბერს ჩატარდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის და მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ოტორინოლარინგოლოგიისა და აუდიოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს. ხსენებული ღონისძიება აკადემიკოს ზურაბ ქევანიშვილის ინიცირებით და ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის დასასწყისში ადგილი დაეთმო მოგონებებს. მათგან დომინანტური იყო აკადემიკოს ზურაბ ქევანიშვილის გამოსვლა, რომელიც მიეძღვნა სიმონ […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე – 95

  • დეკემბერი 12, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 11 დეკემბერს ჩატარდა აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე გახლდათ დიდი ექიმი და მეცნიერი, მრავალი თაობის აღმზრდელი. იგი დაიბადა ცნობილი ქართველი თერაპევტისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის ოჯახში.  იგი სხვადასხვა დროს იგი იყო თბილისის […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • დეკემბერი 12, 2019

2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო მოხსენება თემაზე – „ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის რადიობიოლოგიური ასპექტები“. მომხსენებლები: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ გოგებაშვილი და ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაზი ივანიშვილი. მოხსენებაში განხილულია რადიობიოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი-რადიაციის როლი ევოლუციურ პროცესებში და […]

გაგრძელება