Monthly Archives: ივნისი 2021

მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ივნისი 25, 2021

2021 წლის 23 ივნისს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა სოფლის განვითარების აქტუალურ პრობლემებს ჩვენი ქვეყნის უახლესი გამოწვევების ფონზე. სხდომა გახსნა და პრობლემის ძირითადი აქცენტები დასვა კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ავთანდილ არაბულმა. დარგის ცნობილმა ექსპერტმა, პროფ. პაატა კოღუაშვილმა წარმოადგინა მოხსენება „თანამედროვე ქართული სოფლის სასიცოცხლო პრობლემები“. მან ვრცლად […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მონაწილეობა ჩინეთის კომპარტიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში

  • ივნისი 21, 2021

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ მთელი სამყაროს მასშტაბით, ამ ქვეყანასთან აქტიური თანამშრომლობის კონტექსტში, შერჩეული და მიწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მსოფლიოს 100 მაღალი დონის ცნობილი მეცნიერ-ექსპერტი ამ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას ერგო პატივი ასეთ მეცნიერთა შორის მიწვეული ყოფილიყო ჩვენი აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ავთანდილ […]

გაგრძელება

პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • ივნისი 20, 2021

მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #47, 26,12,2007, მუხ. 402)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:   მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი, ხოლო, „ვ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე1. ახორციელებს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებითა და აკადემიის წესდებით განსაზღვრული წესით.“ „ვ) […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 14, 2021

ცენტრის 2021 წლის 11 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის ია ჟვანიას მოხსენება თემაზე: „ქრონიკული თეთრი ხმაური: ქცევითი და ნეიროანატომიური ეფექტები. ექსპერიმენტული კვლევა“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გარემოს ხმაურით დაბინძურება მსოფლიოს ჯანდაცვის მზარდი პრობლემაა. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მაღალი ინტენსიობის თეთრი ხმაურის ზემოქმედებას განიცდის. ასეთი ზემოქმედება […]

გაგრძელება

წიგნი – საქართველოს გეოტურიზმის პოტენციალი, კავკასია

  • ივნისი 14, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრების – აკად. ე. გამყრელიძისა და ფ. მაისაძის თანაავტორობით, 2021 წელს გამომცემლობა “Springer”-ის მიერ გამოიცა წიგნი „საქართველოს გეოტურიზმის პოტენციალი, კავკასია. ისტორია, კულტურა, გეოლოგია, გეოტურისტული მარშრუტები და გეოპარკები“. საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს ,,ბუნებრივ გეოლოგიურ ლაბორატორიას“, სადაც წარმოდგენილია ნეოპროტეროზოურიდან მეოთხეულამდე ასაკის მაგმური, მატამორფული და დანალექი ქანები. საქართველოს ისტორიისა და კულტურის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, წიგნში […]

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

  • ივნისი 8, 2021

2021 წლის 8 ივნისს, მეცნიერებათა აკადემიაში შედგა ხელმოწერა მემორანდუმზე სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლსა“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის. მემორანდუმის მიზანია, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა მართლმსაჯულების სახლის მიმდინარე საგანმანათლებლო და სამართლებრივი ექპსერტიზის პროცესში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე მიიღებენ მონაწილებას მართლმსაჯულების სახლის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანამანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებში როგორიც […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 1, 2021

2021 წლის 28 მაისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული “ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის” რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა თემა: “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია: გამოცდილება, გამოწვევები, პერსპექტივები”. მომხსენებელი გახლდათ: მიხეილ ჯიბუტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. სხდომას ესწრებოდნენ ცენტრის წევრები და მოწვეული დარგის წამყვანი მეცნიერები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეცნიერების მიერ ბუნების  […]

გაგრძელება