Monthly Archives: ივლისი 2021

მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ივლისი 28, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის მორიგი სხდომა. სხდომა მიეძღვნა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოწინავე ევროპული გამოცდილების გაცნობას. სხდომა გახსნა და გასული ნახევარი წლის მუშაობა შეაჯამა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. მან ასევე გააცნო წევრებს გეგმა იმ კონფერენციისა, რომელიც შემოდგომაზე უნდა მიეძღვნას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებს რეგიონებში. პროფ. კობა არაბულმა […]

გაგრძელება

„ვაი ეგეთას სამართალს…“

  • ივლისი 22, 2021

„საერთო გაზეთში“  გამოქვეყნდა კოლექტიური წერილი სათაურით: „უმეცრება თუ მიზანმიმართული დანაშაული“, რომლის მიზანია „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლების გამოცემების განქიქება და არა მარტო ეს. ეს ვაკხანალია დაიწყო რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქსა და  სტუდია „გუთანში“, რასაც გამოვეხმაურე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (№ 151-152, 9-11 ივლისი,  2021). თავში დასახელებული კოლექტიური წერილი ამ ვაკხანალიის გაგრძელებაა. ვსარგებლობ რედაქციის მიერ მეორე […]

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

  • ივლისი 18, 2021

მიმდინარე წლის 16 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა აკადემიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მეცნიერული მიღწევების შესახებ საზოგადოების ადექვატური ინფორმირებისა და საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობის საქმეში თანამშრომლობის მიზნით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ – გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე და ახალი და მიმდინარე […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 18, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური კომისიის მორიგი სხდომა. სხდომა მიეძღვნა ჩვენი ქვეყნის რეგიონული განვითარების არსებით პრობლემებს. ეკონომიკის დარგის ცნობილმა ექსპერტმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა წარმოადგინა მოხსენება „საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობის მიზეზები და გადაწყვეტის გზები“. მან ვრცლად მიმოიხილა ის სისტემური ფაქტორები, რაც დღევანდელი რეგიონების განვითარებას უშლის ხელს, წარმოაჩინა კომპლექსური სურათი საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 12, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის“ სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა პროფესორ მიხეილ ჯიბუტის მოხსენება თემაზე: „რატომ ცხოვრობს საქართველო “უკეთესად”, ვიდრე უნდა ცხოვრობდეს“. როგორც მიხეილ ჯიბუტმა აღნიშნა, მოხსენების მთავარი მიზანი იყო არა მარტო იმის ჩვენება თუ რატომ ცხოვრობს საქართველო იმაზე ცუდად, ვიდრე ეს მას შეუძლია მისი ადამიანისეული, ბუნებრივი, გეოპოლიტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 9, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომლის თემა იყო კოვიდ-19 და თირკმლის დაავადებები. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. პირველმა მომხსენებელმა, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის ნეფროლოგიის განყოფილების ექიმმა ნინო მაღლაკელიძემ ისაუბრა კოვიდ-19-ის მიმდინარეობაზე თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე, […]

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

  • ივლისი 7, 2021

მიმდინარე წლის 6 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიაში შედგა ხელმოწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე აკადემიასა და „ფონდ განვითარება და გარემოს“ შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს: ურთიერთთანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში; ასევე, დისკუსიების, ექსპერტიზების, კონფერენციების, ინფორმაციების გაზიარებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებას. საგულისხმოა, რომ მემორანდუმის ორივე მხარე შეეცდება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ერთობლივი წინადადებები. ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის სათანადო კვალიფიკაციის […]

გაგრძელება

ცირკულარული ეკონომიკის მოდელების და ტექნოლოგიების გავრცელების შესაძლებლობები საქართველოში

  • ივლისი 5, 2021

2021 წლის 2 ივლისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა ცირკულარული ეკონომიკის მოდელების და ტექნოლოგიების გავრცელების შესაძლებლობებს საქართველოში, ეკონომიკის, რომელიც გულისხმობს უპირატესად მომსახურებისა და არა საქონლის შეძენას; მასალა რამდენჯერმე გამოიყენება, ხოლო საგნები განკუთვნილია ხანგრძლივი გამოსადეგობისათვის, თანაც ის მასალა, რომლისგან დამზადებულია ერთგვაროვანი საქონელი, ხელახლად მოიხმარება, როდესაც საგნის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 5, 2021

2021 წლის 1 ივლისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა ტერიტორიულად განაწილებული სისტემების სტრუქტურული მართვისა და მოდელირების თანამედროვე პრობლემებს და ახალ ტენდენციებს (მომხსენებლები აკადემიკოსი რამაზ ხუროძე და პროფესორი რევაზ/ივერი კაკუბავა). თავის შესავალ მოსხენებაში აკადემიკოსმა რ. ხუროძემ მართვის ობიექტად განიხილა მსხვილმასშტაბიანი, ტერიტორიულად განაწილებული დარეზერვებული სისტემები, რაც შეიცავს […]

გაგრძელება

შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

  • ივლისი 1, 2021

30 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას სტუმრობდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები – უილიამ სეიბერი (Willaim Sieber) აშშ-ს საელჩოს პოლიტ. ოფიცერი (Political Officer); აშშ–ს საელჩოში გარემოს, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ჯანდაცვის ოფიცერი და საელჩოს ქართველი წარმომადგენელი. აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა და პროფ. გია ხატისაშვილმა გააცნეს საელჩოს წარმომადგენლებს მათ მიერ […]

გაგრძელება