Monthly Archives: ივნისი 2022

კრიმინოლოგიის როლი გლობალიზებულ სამყაროში

  • ივნისი 29, 2022

2022 წლის 23 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია: „კრიმინოლოგიის როლი გლობალიზებულ სამყაროში“, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მრგვალ მაგიდაზე მოხსენებით გამოვიდა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას  უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და […]

გაგრძელება

კიბერეთნოგრაფია ტრადიციების გადარჩენა: არსებობის გაგრძელება ვირტუალურ ველში

  • ივნისი 29, 2022

მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თმა გა­მორ­ჩე­უ­ლმა პირ­მ­შომ – ინ­ტერ­ნე­ტის მსოფ­ლიო ქსე­ლმა – მა­ნამ­დე სა­უ­კუ­ნე­თა განმავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ და, თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლე­ბით, სა­მუ­და­მოდ დამ­ყა­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, სამეც­ნი­ე­რო, სა­ინ­ფორ­მა­ციო და სხვა კავ­ში­რებს აშ­კა­რად სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა შეს­ძი­ნა, რა­მაც კა­ცობ­რი­ო­ბის შემეცნე­ბის ჰო­რი­ზონ­ტი უს­აზღ­ვ­როდ გა­ა­ფარ­თო­ვა. ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია სა­მეც­ნი­ე­რო ურთიერ­თო­ბე­ბის ძვე­ლი ფორ­მე­ბი, ახ­ალი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის კო­ლე­გე­ბი­სად­მი გა­ზი­ა­რე­ბის უწ­ინ­დე­ლი მეთოდე­ბი დღეს­დღე­ო­ბი­თაც წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ სწავ­ლულ­თა […]

გაგრძელება

შეხვედრა აშშ-ის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან

  • ივნისი 24, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძესთან მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: აშშ-ის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, სისხლის სამართლის მკვლევარი,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის კათედრის საპატიო პროფესორი კრის ესკრიჯი, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, კრიმინოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა, სამართლის […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • ივნისი 24, 2022

მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენება წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკურმა დირექტორმა, დოქტორმა ალექსანდრე თავართქილაძემ თემაზე:  „მელატონინი, სტრესი და ბიოლოგიური რიტმები ავთვისებიანი სიმსივნეების პათოგენეზსა და კლინიკურ პრაქტიკაში“. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – „მელატონინი ტვინის ზედა დანამატში – ჯალღუზისებრ სხეულში წარმოიქმნება და […]

გაგრძელება

დავით აღმაშენებლის ძეგლის არქიტექტორის განცხადება

  • ივნისი 24, 2022

გავეცანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ეროვნულ პრობლემათა შესწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე გაკეთებულ მოხსენებას – „ქვათა ღაღადი XXI საუკუნის საქართველოში“, სადაც დასმული იყო დავით აღმაშენებლის უნიკალური ძეგლის უწინდელ ადგილზე დაბრუ­ნების საკითხი. მე, როგორც რიგითი ქართველი და ძეგლის არქიტექტორი, სრულად ვეთანხმები დავით აღმაშენებლის ქანდაკების დაბრუნებას, რაც არა მხოლოდ დიდი ქართველი სკულპტორის მერაბ ბერძენიშვილის საწადელის, არამედ ქართველი ხალხის […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ივნისი 23, 2022

მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენება, – „ქვათა ღაღადი XXI საუკუნის საქართველოში“, წარმოადგინა მწერალმა ჯემალ დავლიანიძემ. საკითხი შეეხო მეტად მტკივნეულ და აქტუალურ თემას. კერძოდ, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ღირსება-ზნეობისგან  დაცლილმა  ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველ ერს   გაუბედა და  მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, სათაყვანებელი მეფის, – დავით აღმაშენებლის […]

გაგრძელება

ანონსი

  • ივნისი 21, 2022

2022 წლის 22 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით წარსდგება საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი კალანდია; თემა: „მეფე ერეკლე როგორც ევროპელი ლიდერი“. გთხოვთ მობრძანდეთ! მისამართი: რუსთაველის გამზ. 52; მე-3 სართულის სხდომათა დარბაზი.

გაგრძელება

აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე დაჯილდოვდა „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედლით

  • ივნისი 21, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების გამგე, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი კავკასიოლოგი ზაზა ალექსიძე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედლით. აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს აკად. ზ. ალექსიძის ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის საერთაშორისო დონეზე აღიარების კიდევ ერთ მკაფიო დადასტურებას. საყოველთად […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 14, 2022

2022 წლის 9 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის მოხსენება თემაზე: „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ნარჩენების მართვის ინოვაციური სისტემის შექმნისა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაში. ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს კანონი “ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და […]

გაგრძელება

თამაზ წივწივაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

  • ივნისი 13, 2022

მიმდინარე წლის 10 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ცნობილი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის თამაზ წივწივაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და ახლადგამოცემული წიგნის – „რა ქვეყანაში, ვის გვერდით და როგორ ვცხოვრობდით“ – წარდგინება. საღამო შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა […]

გაგრძელება