მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაქვეყნა ამ დღისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემა.
გაგრძელებამეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი გამოცემა
- ნოემბერი 8, 2023
მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაქვეყნა ამ დღისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემა.
გაგრძელებასაქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ჩართულობით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში. საფესტივალო პროგრამა მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებსაც, ხოლო საქართველოს კულტურა და ხელოვნება ყველა ასპექტში იქნება წარმოდგენილი უძველესი ცივილიზაციიდან დღემდე: […]
გაგრძელებამიმდინარე წლის 3 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ასტროფიზიკური და საინჟინრო არაერთგვაროვანი დინებების ტურბულენტობის სპეციფიკა და გამოვლენები“ წარსდგა აკადემიკოსი გიორგი ჩაგელიშვილი. მომხსენებელმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩაგელიშვილმა აღნიშნა, რომ ასტროფიზიკური ობიექტების უმრავლესობის აქტივობის განმაპირობებელი ფაქტორი არაერთგვაროვანი (წანაცვლებითი) დინებაა. ამდენად, არაერთგვაროვანი სიჩქარის მქონე დინებებში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესები მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ სამყაროს მრავალფეროვნებას. ბუნებრივი […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის, სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია ,,რაკურსის“ და სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების ასოციაციის თაოსნობით, პირველად საქართველოს სამეცნიერო კინოს ისტორიაში, ჩატარდა ,,სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური კინოსადმი“ მიძღვნილი კონფერენცია – ,,მეცნიერება, კულტურა, საზოგადოება; სამეცნიერო-პოპულარული კინემატოგრაფი გუშინ, დღეს, ხვალ; პრობლემები და პერსპექტივები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აკადემიის წევრები, სამეცნიერო და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლები, […]
გაგრძელება2023 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი ნეიროფიზიოლოგის, აკადემიკოს ვახტანგ (ვათა) მოსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილე. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, მისასალმებელი სიტყვა ასევე წარმოსთქვა მედიცინისა და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრა თავის მოხსენებაში პროფესორმა მანანა გუგუშვილმა. […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. თავისი საქმიანობის 90 წლის მანძილზე (1933-2023) ინსტიტუტმა დიდი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ჩაატარა მთიანი მხარეების, და კერძოდ, საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიების კომპლექსური გეოგრაფიული შესწავლის თვალსაზრისით. საიუბილეო-სამეცნიერო კონფერენციას – „გეოგრაფია – წარსული, აწმყო, მომავლის […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გია ქაჯაიას წიგნი – „ეკოლოგია: ჩვენი დროის პრობლემები“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორის კახა გორგაძის მოხსენება თემაზე – „რადონით დასხივება და ფილტვის კიბო“. სხდომა გახსნა აკადემიკოსმა ვლადიმერ ციციშვილმა. წიგნში აღწერილია ბიოსფეროს უარყოფითი ცვლილება ბოლო საუკუნის […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, სტუდენტური კონფერენცია „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება” გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონფერენციის გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი რევაზ ბერულავაა; მეორე ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა კესანე არშბამ დაიკავა, მესამე ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე კობაიძე გავიდა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვაუჩერები და ფარმადეპოს […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი შატილის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. მოხსენება „შატილის არქიტექტურული კომპლექსი: მდგომარეობა და პერსპექტივები“ გააკეთა ინჟინერმა ვაჟა ჭინჭარაულმა, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში, ვინაიდან თავად არის შატილის მკვიდრი და თვითონვე იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი შატილის კოშკების რესტავრაციისა, რომელიც ათწლეულების წინ განხორციელდა. სხდომას […]
გაგრძელება