სიახლეები

აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე – 110

  • ნოემბერი 22, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი პოეტ-აკადემიკოსის, საზოგადო მოღვაწის ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 110 წლის იუბილე. ირაკლი აბაშიძის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მამულიშვილური საქმე: იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, რუსთაველის 800 წლის იუბილე, ქართული ენდიკლოპედიის დაარსება და ა. შ. ირაკლი აბაშიძე წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა მწერალთა კავშირს, იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და რაც მთავარია, ქართული […]

გაგრძელება

საერთო კრება

  • ნოემბერი 20, 2019

2019 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, რომელმაც პირველ საკითხად განიხილა აკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი (მომხსნებელი აკადემიის ეკონომიკური სამაართველოს უფროსი გურამ ქარდავა). მეორე საკითხზე „მიმდინარე წლის სამენციერო-კვლევითი პროექტების ექსპერტიზისათვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ“ ინფორმაცია გააკეთა სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა, მეცნიერებათა დოქტორმა გონელი არახამიამ. ამის შემდეგ აკადემიის საერთო კრებაზე ჩატარდა არჩევნები. კრებამ საქართველოს […]

გაგრძელება

აკადემიკოს ნიკოლოზ ლანდიას 100 წლის იუბილე

  • ნოემბერი 18, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი-ქიმიკოსის ნიკოლოზ (კუკური) ლანდიას დაბადებიდან 100 წლის იუბილე. 1958 წ. თებერვალში ნ. ლანდიამ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, იმავე წელს მიიღო ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, შემდეგ კი პროფესორის წოდება. 1959 წლის თებერვლიდან 1960 წლამდე ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას საქართველოს […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთოების კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 14, 2019

2019 წლის 13 ნოემბერს საქრთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ეკოლოგიური უსაფრთხოების სხდომაზე ჩატარდა მოხსენება – „მდ. ვერეს პრობლემა“. მომხსენებელი გახლდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური რესურსების განყოფილების გამგე, გეოლოგ.-მინერალოგ. მეცნ. დოქტორი, პროფესორ-ემერიტუსი გიორგი მაღალაშვილი. მოხსენებაში განხილულია პრობლემები, რომელიც უკავშირდება მდ. ვერეს, კერძოდ, გარჩეული იქნა […]

გაგრძელება

აკადემიკოს ლაურ მანაგაძის 75 წლის იუბილე

  • ნოემბერი 13, 2019

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, შედგა აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსნება თემაზე „ლავრენტი მანაგაძე და ქართული უროლოგიის რენესანსი“ გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან ასრებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: კონსტანტინე ყიფიანი – ბოხუას […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 8, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს. 2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად აღინიშნება ნოემბრის თვეში მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ყოველწლიურად ამ თარიღის […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

  • ნოემბერი 4, 2019

სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ერის სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამავე დროს ბრძანდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი. მისი მრავალწლიანი დაუღალავი მოღვაწეობის შედეგია საქართველოს ეკლესიის აღმავლობა და ქართველი ხალხის სულიერ-სარწმუნოებრივი აღორძინება. თავად უწმინდესს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული მეცნიერებისა და სარწმუნოების ურთიერთდაახლოებასა და ჰარმონიზაციაში. განუზომელია მისი წვლილი ეროვნული კულტურის განვითარებაში. […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ნოემბერი 1, 2019

ცენტრის 2019 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე განხილული იქნა  სამეცნიერო – სამრეწველო ჯგუფის წევრის, საქართველოს მაღალი ტექნლოგიების ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ნუგზარ დვალის მოხსენება: „ბორის ნიტრიდის ნანოფხვნილის დაბალტემპერატურული  სინთეზის ტექნოლოგია“. აღინიშნა, რომ ამ ნანოფხვნილის მიღების ახალი, ეკონომიური ტექნოლოგიების შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის სულ უფრო ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, იზრდება იზოტოპ […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ოქტომბერი 30, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში 2019 წლის 30 ოქტომბერს,  ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე. სხდომას ესწრებოდა აღნიშნული კომისიის 15 წევრი.  მოსმენილ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ჯიმშერ ქერქაძის საპრეზენტაციო მოხსენება თემაზე: „სამრეწველო საწარმოთა  საინჟინრო ეკოლოგიური გამოკვლევა“. აღნიშნულ მოხსენებაში განხილულ იქნა მომხსენებლის მიერ ბოლო ხუთი წლის […]

გაგრძელება

ჩინელი მეცნიერების ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • ოქტომბერი 28, 2019

მიმდინარე წლის 24-27 ოქტომბერს, მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრა 6 კაციანი დელეგაცია ჩინეთის გუანდუნის  საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საბჭოდან ლი ჯიანგის ხელმძღვანელობით. ჩინელი მეცნიერების ვიზიტის მიზანი იყო ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და გუანჯოუს პროვინციას შორის და 21-ე სამეცნიერო შეხვედრაზე მიწვევა, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ჩინელ და უცხოელ სპეციალისტებს შორის. 25 ოქტომბერს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც […]

გაგრძელება