არქივი

ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 18, 2021

2021 წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოისმინეს აკადემიკოს ავთანდილ არაბულის მოხსენება „ქართული სახელმწიფო ენის პრობლემები“. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ; სხდომას ესწრებოდნენ, – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, აკადემიის სხვა წევრები და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 1, 2021

2021 წლის 28 ოქტომბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომლის თემა იყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე; აკადემიკოსები; კომისიის წევრები; კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში; […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ოქტომბერი 23, 2021

2021 წლის 18 ოქტომბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა. განხილული იქნა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჯანდიერის მოხსენება თემაზე: „ფართო სიხშირულ დიაპაზონში მომუშავე მაღალი ეფექტიანობის მქონე 5G და 6G მილიმეტრული ანტენების შექმნა დიელექტრიკული სტრუქტურების გამოყენებით“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მაღალეფექტიანი მობილური და უკაბელო მოწყობილობების შექმნა, […]

გაგრძელება

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

  • ოქტომბერი 14, 2021

2021 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელიც მიეძღვნა ა(ა)იპ ,,დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. სხდომას უძღვებოდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • ოქტომბერი 14, 2021

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ახლადშემქნილი – სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი და თანათავმჯდომარეები, აკადემიკოსები – ზურაბ ქევანიშვილი და დავით მიქელაძე (სწავლული მდივანი ანდრია შილაკაძე). საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და სამედიცინო დარგის ცნობილი წარმომადგენლები. ზემოთხსენებული საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქცია არის: სხვა სამედიცინო და […]

გაგრძელება

პროფესორ ზურაბ პაპასქირის მოხსენება

  • ოქტომბერი 14, 2021

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, მენციერებათა აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელზეც აკადემიის წევრებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე მოხსენებით, – „საქართველო-აფხაზეთის ისტორიული წარსულის გაყალბების ზოგიერთი ტენდენციის შესახებ აფხაზ მკვლევართა უახლეს პუბლიკაციებში“, წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი. სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე; აგრეთვე […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ოქტომბერი 6, 2021

2021 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა COVID-19 პანდემიის გავლენას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე საქართველოში. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. დღის წესრიგში იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: “მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები  პანდემიის ერაში”; და “COVID-19-ს […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • სექტემბერი 28, 2021

2021 წლის 23 სექტემბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების პირობით ბაიესის მეთოდს როგორც ჰიპოთეზების შემოწმების ახალ ფილოსოფიას პარალელურ და მიმდევრობით ექსპერიმენტებში (მომხსენებელი   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ქართლოს ყაჭიაშვილი). მოხსენებაში განხილული სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების ზემოდასახელებული ახალი […]

გაგრძელება

მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ივლისი 28, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის მორიგი სხდომა. სხდომა მიეძღვნა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოწინავე ევროპული გამოცდილების გაცნობას. სხდომა გახსნა და გასული ნახევარი წლის მუშაობა შეაჯამა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. მან ასევე გააცნო წევრებს გეგმა იმ კონფერენციისა, რომელიც შემოდგომაზე უნდა მიეძღვნას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებს რეგიონებში. პროფ. კობა არაბულმა […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 18, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური კომისიის მორიგი სხდომა. სხდომა მიეძღვნა ჩვენი ქვეყნის რეგიონული განვითარების არსებით პრობლემებს. ეკონომიკის დარგის ცნობილმა ექსპერტმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა წარმოადგინა მოხსენება „საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობის მიზეზები და გადაწყვეტის გზები“. მან ვრცლად მიმოიხილა ის სისტემური ფაქტორები, რაც დღევანდელი რეგიონების განვითარებას უშლის ხელს, წარმოაჩინა კომპლექსური სურათი საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი […]

გაგრძელება