არქივი

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ოქტომბერი 31, 2022

21 ოქტომბრის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ქიმიის აკადემიური დოქტორ თენგიზ ქანთარის მოხსენება:  „კლიკ-ქიმია ბიოდეგრადირებადი პოლიმერების დიზაინში – ახალი პერსპექტივები“. აღინიშნა, რომ სპილენძი(I)-თ კატალიზირებული აზიდ-ალკინის ციკლომიერთების ორთოგონალური „კლიკ“ რეაქცია ინტენსიურადაა გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიებში. ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი ხაზოვანი პოლიმერების სინთეზს საფეხურებრივი  ზრდის „კლიკ“ პოლიმერიზაციით (სზკპ). ამასთან მოსალოდნელია, რომ […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • სექტემბერი 29, 2022

2022 წლის 22 სექტემბერს სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ სერგო შავგულიძის მოხსენება თემაზე: „მოდულაცია-კოდირების ახალი სისტემები და მათი გამოყენება მრავალანტენიან ტექნოლოგიებში“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ მეხუთე თაობის (5G) უსადენო საკომუნიკაციო ქსელები, რომლის მსოფლიოს მასშტაბით განთავსება ხორციელდება 2020 წლიდან, ვერ დააკმაყოფილებს მომავლის ყველა მოთხოვნას 2030 წლისთვის და შემდგომ პერიოდში და არსებობს იმის მოლოდინი, რომ უკვე […]

გაგრძელება

პროფესორ დავით გურგენიძის მოხსენება პრეზიდიუმის სხდომაზე

  • ივლისი 26, 2022

მიმდინარე წლის 22 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით, – „ჰიდროტექნიკური ნაგებობები საქართველოში (სტრუქტურა, პრობლემები და პერსპექტივები)“ , წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.  მოხსენებაში განხილული იყო ქართული ჰიდროინჟინერიის სფეროში არსებული ჰ/ტ ნაგებობების სტრუქტურა, აქტუალური ფუნქციები, პრობლემები, მდგრადი და ეფექტური განვითარების თვალსაზრისით. საქართველოსთვის, როგორც მთაგორიანი რელიეფის, მრავალრიცხოვანი მდინარეების, ზღვის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 26, 2022

2022 წლის 19 ივლისის სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, – პროფესორ რაულ თურმანიძის მოხსენება თემაზე: „მექატრონული სისტემების საექსპლუატაციო მახასიათებლების როლის კვლევა „ინდუსტრია-4.0“-ით გათვალისწინებული რეფორმების დაჩქარების საქმეში“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს მეოთხე სამეცნიერო ტექნიკური რევოლუცია, რომელიც ცნობილია  შემოკლებული დასახელებით „ინდუსტრია-4.0“, რომლის საბოლოო მიზანია რთული საწარმოო-ტექნოლოგიური […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება

  • ივლისი 22, 2022

მიმდინარე წლის 14 ივლისს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, რომელმაც დაამტკიცა აკადემიის წლიური (2021წ.) ანგარიში.

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ივლისი 12, 2022

მიმდინარე წლის 7 ივლისს,  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სპეციალური სხდომა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა წინადადებები შესწორებებისათვის საქართველოს კანონში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. სხდომაზე მოხსენება წარმოადგინა მთის კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა, აღნიშნული კანონის შემუშავებისა და მიღების აქტიურმა მონაწილეებმა, ბატონებმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და მირიან […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ივლისი 12, 2022

მიმდინარე წლის 6 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო თემა: „გრაკლიანის ისტორიის ორი ეტაპი – მოსაზრებები“ (მომხსენებელი – თსუ პროფესორი, არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი). გრაკლიანი გორა,  რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, უშუალოდ ცენტრალურ ავტომაგისტრალთან მდებარეობს,   საქართველოსთვის  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  ძეგლს წარმოადგენს, რადგან […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • ივლისი 7, 2022

2022 წლის 4 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა  აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. განსახილველი თემა გახლდათ: „ტუბერკულოზის დარგში მიმდინარე ტრასლაციური კვლევები და მათი მნიშვნელობა გლობალურად და საქართველოში“. მომხსენებლები: ზაზა ავალიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი და […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 1, 2022

2022 წლის 27 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა ფირმა „EMCoS LLC“-ის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ფაიკ ბოგდანოვის მოხსენება „ელექტრომაგნიტური გამოსხივების, გაბნევისა და ანტენური ამოცანების მოდელირება სინგულარული ინტეგრალური განტოლებების ამოხსნის ინოვაციური რიცხვითი მეთოდების გამოყენებით“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების, გაბნევისა და ანტენების მოდელირების პრობლემა, როგორც წესი, უკავშირდება ელექტროდინამიკის სასაზღვრო ამოცანებს, რაც ნიშნავს, რომ ის, […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • ივნისი 24, 2022

მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენება წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკურმა დირექტორმა, დოქტორმა ალექსანდრე თავართქილაძემ თემაზე:  „მელატონინი, სტრესი და ბიოლოგიური რიტმები ავთვისებიანი სიმსივნეების პათოგენეზსა და კლინიკურ პრაქტიკაში“. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – „მელატონინი ტვინის ზედა დანამატში – ჯალღუზისებრ სხეულში წარმოიქმნება და […]

გაგრძელება