არქივი

ეროვნული პრემიის ლაურეატები

  • იანვარი 25, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს რამაზ ქაცარავას,  ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს  დავით ტუღუშსა და  ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის:  „პოლიმერული ბიომიმეტიკები – ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის – დიზაინიდან კომერციალიზაციამდე“ საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 22 დეკემბრის  განკარგულება # 22/12/01-ით 2021 წლის საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ. ნაშრომთა ციკლი მოიცავს ახალი ინოვაციური მასალების – ამინომჟავური პოლიმერების, […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • იანვარი 22, 2022

მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით წარსდგა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ფაჩულია; მოხსენების თემა გახლდათ: „ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები“. სხდომა გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ; როგორც მომხსენებელმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, -„როდესაც ვსაუბრობთ ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმებზე, მხედველობაშია ქართული ფილოსოფიური სკოლა; ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რომელიც აწუხებს ნებისმიერ ერს. ჩვენ უნებლიედ ვართ […]

გაგრძელება

ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

  • იანვარი 19, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2022 წლის 12 იანვარს ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ; პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ აკადემიკოსები და პრეზიდიუმის წევრები. სხდომაზე მოხსენებით, – ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქმიანობის შესახებ, დამსწრეთა წინაშე წარსდგა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე. მან აღნიშნა, რომ ენციკლოპედიის მთავარი საქმიანობაა […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

  • იანვარი 13, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში: სპეციალობა ვაკანსია ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება მოლეკულური ბიოლოგია 1 ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება ბუნებრივ ნაერთთა ქიმია 1 საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება ინფორმატიკა 1 საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება საქართველოს ეკონომიკა 1 სამართალმცოდნეობა 1 ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება საქართველოს […]

გაგრძელება

პროტონული თერაპია საქართველოში

  • დეკემბერი 30, 2021

ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღრესად სახიფათო ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მიმართულების – პროტონული თერაპიის ზოგიერთი საკითხის განხილვას მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოსა და მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების კომისიის ერთობლივი სხდომა. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საბჭოს და კომისიის წევრებმა, ასევე მოწვეულმა სპეციალისტებმა, მედიკოსებმა და ფიზიკოსებმა. სხდომა […]

გაგრძელება

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“

  • დეკემბერი 28, 2021

2021 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტმა საქართელოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩაატარა  მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“ რომელიც მიუძღვნა ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.  კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა -საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

საერთო კრება

  • დეკემბერი 28, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 24 დეკემბერს ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. კრებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიის ლაურეატებისათვის დიპლომების გადაცემა; ინფორმაცია 2021 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუშაობის შესახებ (მომხსენებელი – სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, მეცნიერებათა დოქტორი გონელი არახამია); აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანის […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2021 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში

  • დეკემბერი 26, 2021

მე-80 საიუბილეო წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, პანდემიით გამოწვეულ მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, აკადემია ძირითადად გამართულად ფუნქციონირებდა  და  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მიმდინარე წელსაც აკადემიამ, ტრადიციისამებრ,  განახორციელა საქართველოს უმაღ­ლე­სი სა­განმანათლებლო და სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებუ­ლე­ბების მიერ 2020 წელს  ჩატა­რებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ექსპერტული შეფასება. განხილულ იქნა 9 უნივერსიტეტის, მათთან გაერთიანებული 46 და […]

გაგრძელება

ზურაბ ანჩაბაძე – 100

  • დეკემბერი 26, 2021

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მეცნიერების განვითარებაში. ზუსტად ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება გამოჩენილი სწავლული ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, უმაღლესი სკოლის ღვაწლმოსილი მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ანჩაბაძე, რომლის დაბადებიდან 100 წლის იუბილე სათანადოდ აღინიშნა მეცნიერებათა აკადემიაში. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ:  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 24, 2021

2021 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავჯდომარის გიორგი აბრამიშვილის მოხსენება „საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალი და მისი ათვისების გამოწვევები“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც, რაც წლიდან წლამდე ზრდის დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე და რაც საბოლოო ჯამში, გარდა ფინანსური რისკებისა, იწვევს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის რისკებს. […]

გაგრძელება