2024 წლის 11-13 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაოშირო კონფერენცია ქართული „ბალავარიანი“ და ბერძნული „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“. პროგრამა
გაგრძელება
2024 წლის 11-13 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაოშირო კონფერენცია ქართული „ბალავარიანი“ და ბერძნული „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“. პროგრამა
გაგრძელებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია და პრეზიდიუმის წევრებთან – აკადემიკოსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო მეცნიერების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებს და არსებულ გამოწვევებს. გიორგი ამილახვარმა მეცნიერების განვითარების პროცესში აკადემიის როლზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტსა და პრეზიდიუმის წევრებს მიწვევისთვის. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამეცნიერო სფეროს ინსტიტუციურ […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა თემაზე: „ლიდოკაინის შემცველი ზოგიერთი კომპლექსის სტუქტურა; მოხსენებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ვლადიმერ ციციშვილი და თსუ პექტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კობა ამირხანაშვილი. სემინარზე განხილული იყო ფართო გამოყენების ანესთეტიკის, ლიდოკაინის (2-(დიეთილამინო)-N-(2,6-დიმეთილფენილ) აცეტამიდი, Lid) შემცველი კომპლექსის სტრუქტურა, შესწავლილი რენტგენულ-სტრუქტურული […]
გაგრძელება„ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია რომ მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროცესში“ – აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე. როგორ მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება, განყოფილებასთან არსებული კომისიები და რა მდგომარეობაა ქვეყანაში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ქვემოთ მოცემულ ბმულზე გაეცანით ინტერვიუს მათემატიკისა და ფიზიკის გაყოფილების […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ქართული წვლილი ევროპულ ცივილიზაციაში (რენესანსის წინარე ეპოქის ხალხთა პოპულარული რომანი – ქართული „ბალავარიანი“) გამოვიდა აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე. აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ კულტურული გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ლიტერატურის მსოფლიო შედევრების გზაც იყო. ამის ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია ინდოეთიდან წამოსული „ბუდას ცხოვრებაზე“ დაფუძნებული ბალავარისა და […]
გაგრძელება2024 წლის 27 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები: ავთანდილ კორახაშვილი და გია ჯაფარიძე, ადმინისტრაციული აპარატის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ფელიქს კალანდარიშვილი, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და ადამიანური […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით, – ,,შავი ზღვის შელფიდან შემოდინებული ბუნებრივი გაზის მოპოვების ინოვაციური მეთოდი’’ წარდგნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი შოთა მესტვირიშვილი და სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კობა კიკაბიძე. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა, აჭარაში შავი ზღვის შელფის ფსკერიდან ბუშტების სახით […]
გაგრძელებამათემატიკისა და ფიზიკის და ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ინტერდისციპლინარული მინი-კონფერენცია თემაზე: „მათემატიკური მეთოდები ნეირომეცნიერებაში“ გაიმართა. მინი-კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ეპილეფსიური კერის დასადგენად ჯანაშია–ლაგვილავას ალგორითმის კლინიკური გამოყენების პოტენციალის შესწავლა რელევანტურ რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით” ფარგლებში, რომელსაც უცხოელი ექსპერტი, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების (აკადემიკოს-მდივანი გია ჯაფარიძე; სწავლული მდივანი ლამარა გოგოლაური) მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელზეც მოხსენება „ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპას პროექტით მხარდაჭერილი კვლევები ხელოვნური ინტელექტის დარგში“ წაიკითხა პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი გიორგობიანმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის […]
გაგრძელებასაქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ გამოცდილებაზე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში მწვანე ეკონომიკის დანერგვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს […]
გაგრძელება