Yearly Archives: 2024

მონოგრაფიის „ჯავახეთის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება“ წარდგენა

  • ივლისი 16, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, 2024 წლის 15 ივლისს, აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფიის — „ჯავახეთის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)“ წარდგენა. დამსწრე საზოგადოებას, პრეზიდიუმის წევრებს და აკადემიკოსებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – აკადემიის პრეზიდენტმა, […]

გაგრძელება

საერთო კრება

  • ივლისი 12, 2024

მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთო კრება, რომელზეც განსახილველად გამოტანილი იყო სამი საკითხი. პირველი საკითხი შეეხებოდა აკადემიის გასული – 2023 წლის ანგარიშის წარდგენას. საკითხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა გონელი არახამიამ წარმოადგინა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილ კრებულში ასახულია აკადემიისა და მისი წევრების სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობა, წიგნში შეტანილია ასევე  […]

გაგრძელება

საქართველოს დაბადება

  • ივლისი 7, 2024

გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ საუბრობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. გადაცემა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მორიგი წარმატება

  • ივლისი 5, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის მიწვევით,  ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის 2024 წლის 10-დან 20 ივნისის ჩათვლით საჯარო ლექციები და სამეცნიერო სემინარები  ჩაატარა ჩინეთის სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში: ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტში (ქალაქი უჰანი); აღმოსავლეთ ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტში (ქალაქი შანხაი) და ჟეჯიანგის ნორმალის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 27, 2024

2024 წლის 25 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც მოხსენებით:    „სასოფლო სამეურნეო ცოდნის და ინოვაციების სისტემა“ (AKIS ) წარდგა აკადემიკოსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინოვაციების სისტემა გადამწყვეტ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ მიდგომებში. AKIS ხელს […]

გაგრძელება

განცხადება

  • ივნისი 27, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ქართველი მეცნიერები ულოცავენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულებას! ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება არის თითოეული ფეხბურთელის, მთავარი მწვრთნელის, სამრწვთნელო შტაბის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართველ გულშემატკივართა და მთელი ქვეყნის დამსახურება. გვჯერა, რომ ფეხბურთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წინ დიდი გამარჯვებები ელის ჩვენი ქვეყნის გასახარად. წინ, […]

გაგრძელება

ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივა

  • ივნისი 25, 2024

ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივაზე და მის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • ივნისი 25, 2024

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მიწვევით აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო და სამუზეუმო სფეროში სამინისტროს 2021-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ქალბატონ თეას მასპინძლობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა და აკადემიის წევრები. სხდომაზე დასწრებამდე ქალბატონმა თეამ საგანგებოდ დაათვალიერა აკადემიის სამომავლო საგამოფენო დარბაზის სივრცე, […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 25, 2024

2024 წლის 19 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც მოხსენებით:   ,,ჰორიზონტი ევროპა’’ საქართველოს  ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში’’,  წარდგა ბატონი ლევან ხეცურიანი – ‘’ჰორიზონტი ევროპა’’ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი. ,,ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა სვეტებისა და კლასტერების მიხედვით დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსები. კერძოდ, […]

გაგრძელება

რა ელის კაცობრიობას ბირთვული კონფლიქტის შედეგად?

  • ივნისი 23, 2024

შესაძლებელია თუ არა ტერორისტების მიერ “ბინძური ბირთვული ჭურვის” დამზადება? რა დამანგრეველი ეფექტი აქვს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს? აღსადგენია თუ არა მცხეთის რეაქტორი?  ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „დიდი სივრცე“ საუბრობს აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე. გადაცემად სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება