Monthly Archives: მარტი 2024

ინტერვიუ აკადემიკოს გიორგი ჯაფარიძესთან

  • მარტი 29, 2024

„ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია რომ მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროცესში“ – აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე. როგორ მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება, განყოფილებასთან არსებული კომისიები და რა მდგომარეობაა ქვეყანაში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ქვემოთ მოცემულ ბმულზე გაეცანით ინტერვიუს მათემატიკისა და ფიზიკის გაყოფილების […]

გაგრძელება

აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის მოხსენება

  • მარტი 28, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ქართული წვლილი ევროპულ ცივილიზაციაში (რენესანსის წინარე ეპოქის ხალხთა პოპულარული რომანი – ქართული „ბალავარიანი“) გამოვიდა აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე. აკადე­მიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ კულტუ­რული გზა აღმო­სავლეთიდან დასავლეთისაკენ ლიტერატურის მსოფლიო შედევრების გზაც იყო. ამის ერთი ყველაზე გამორჩეული მაგა­ლითია ინდო­ეთიდან წამოსული „ბუდას ცხოვრებაზე“ დაფუძნებული ბალა­ვარისა და […]

გაგრძელება

მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან

  • მარტი 28, 2024

2024 წლის 27 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ  და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები: ავთანდილ კორახაშვილი და გია ჯაფარიძე, ადმინისტრაციული აპარატის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ფელიქს კალანდარიშვილი, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და ადამიანური […]

გაგრძელება

ზღვის შელფიდან შემოდინებული ბუნებრივი გაზის მოპოვების ინოვაციური მეთოდი

  • მარტი 22, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით, – ,,შავი ზღვის შელფიდან შემოდინებული ბუნებრივი გაზის მოპოვების ინოვაციური მეთოდი’’ წარდგნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი შოთა მესტვირიშვილი და სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კობა კიკაბიძე. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა, აჭარაში შავი ზღვის შელფის ფსკერიდან ბუშტების სახით […]

გაგრძელება

მათემატიკური მეთოდები ნეირომეცნიერებაში

  • მარტი 22, 2024

მათემატიკისა და ფიზიკის  და ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ინტერდისციპლინარული მინი-კონფერენცია თემაზე: „მათემატიკური მეთოდები ნეირომეცნიერებაში“ გაიმართა. მინი-კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ეპილეფსიური კერის დასადგენად ჯანაშია–ლაგვილავას ალგორითმის კლინიკური გამოყენების პოტენციალის შესწავლა რელევანტურ რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით” ფარგლებში, რომელსაც  უცხოელი ექსპერტი, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

გაგრძელება

მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების სემინარი

  • მარტი 22, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების (აკადემიკოს-მდივანი გია ჯაფარიძე; სწავლული მდივანი ლამარა გოგოლაური) მიერ ორგანიზებული  სემინარი, რომელზეც მოხსენება „ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპას პროექტით მხარდაჭერილი კვლევები ხელოვნური ინტელექტის დარგში“ წაიკითხა პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი გიორგობიანმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

  • მარტი 21, 2024

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ გამოცდილებაზე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში მწვანე ეკონომიკის დანერგვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს […]

გაგრძელება

ინტერვიუ აკადემიის პრეზიდენტთან აკადემიკოს როინ მეტრეველთან

  • მარტი 18, 2024

“საქართველო მეცნიერების ქვეყანაა, ამიტომ მეცნიერების ტრადიციებს შენახვა, შესწავლა და განვითარება უნდა. ჩვენ, ჯერ კიდევ IV – V საუკუნეებში გვქონდა კოლხეთის აკადემია, რომელსაც “ფაზისი” ერქვა. იმდენად ცნობილი იყო საერთაშორისო მასშტაბით, რომ შემორჩენილი წყაროების მიხედვით, ცნობილი ფილოსოფოსები ამაყობდნენ იმით, რომ განათლება კოლხეთის აკადემიაში ჰქონდათ მიღებული” – აკადემიკოსი როინ მეტრეველი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ინტერვიუს საინფორმაციო სააგენტო […]

გაგრძელება

სეისმური საშიშროებების ალბათური შეფასება საქართველოში: ისტორიის მიმოხილვა და მთავარი გამოწვევები

  • მარტი 17, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის (თავმჯდომარე, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი) სხდომა, სადაც მოხსენებით – „სეისმური საშიშროებების ალბათური შეფასება საქართველოში: ისტორიის მიმოხილვა და მთავარი გამოწვევები“, წარდგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა […]

გაგრძელება

მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს

  • მარტი 15, 2024

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მუშაობის 105 წლის იუბილეს მიეძღვნა სამეცნიერო ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.  სხდომა, რომელიც  12 მარტს გაიმართა, ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების მიერ. ღონისძიება გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ,,ზუსტად 105 წლის წინათ, 1919 წლის 12 მარტს, […]

გაგრძელება