არქივი

მემორანდუმი საერთაშორისო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ CORE აკადემიასთან

  • ოქტომბერი 10, 2024

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საერთაშორისო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ CORE აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება მისასალმებელი  სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სტუმრების მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: CORE აკადემიის საბჭოს წევრი ლი ლეი, რეიმონდ ჯეი ვუ, ფან ლიუ და იან ჩანი. თავის მხრივ, CORE აკადემია წარმოადგენს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე – 110

  • ოქტომბერი 7, 2024

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დიდი ქართველი არქეოლოგის, ისტორიკოსის, პედაგოგის, რამდენიმე ორდენის კავალერის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის 110 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო სხდომა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო   მოხსენება – „ანდრია აფაქიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე ნონეშვილმა წარმოადგინა. აკადემიკოსმა ანდრია აფაქიძემ […]

გაგრძელება

ლევილში 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლის იუბილე აღინიშნა

  • ოქტომბერი 2, 2024

ლევილის ქართულ-ფრანგული მუზეუმის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 23 სექტემბერს, ლევილის ქართველთა მამულში ჩატარდა 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით ლევილს საქართველოდან ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული […]

გაგრძელება

გურამ შარაძის გახსენება

  • ოქტომბერი 2, 2024

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ღირსეული ქართველი საზოგადო მოღვაწის, ფილოლოგის, ისტორიკოსის, პროფესორის, პოლიტიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის (1997 წ.) გურამ შარაძის ხსოვნის საღამო. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ხოლო შემდეგ სიტყვა მისალმებისთვის გადაეცა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს. ვრცელი მოხსენება – „გულმართალი მამულიშვილი“ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მწერალმა, მთარმგმნელმა […]

გაგრძელება

აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი აკადემიაში

  • ივლისი 26, 2024

მიმდინარე წლის 25 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, რომელსაც სტუმრად ეწვია აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი ისა ჰაბიბეილი. აკადემიაში ვიზიტამდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ბატონმა ისა ჰაბიბეილმა თბილისში, აბანოთუბანში არსებული ჰეიდარ ალიევის ძეგლი  ყვავილებით შეამკეს. რაც შეეხება აკადემიაში ჩატარებულ […]

გაგრძელება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • ივნისი 25, 2024

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მიწვევით აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო და სამუზეუმო სფეროში სამინისტროს 2021-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ქალბატონ თეას მასპინძლობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა და აკადემიის წევრები. სხდომაზე დასწრებამდე ქალბატონმა თეამ საგანგებოდ დაათვალიერა აკადემიის სამომავლო საგამოფენო დარბაზის სივრცე, […]

გაგრძელება

ნაპოლეონ (ნაპო) მესხიას წიგნის წარდგინება

  • მაისი 28, 2024

მიმდინარე წლის 24 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ნაპოლეონ (ნაპო) მესხიას წიგნის – „კონცეპტუალურ-ინოვაციური მიდგომა და მეთოდები ნეიროქირურგიაში“ წარდგენა-განხილვა. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. წარმოდგენილ კრებულში თავმოყრილია ნაპოლეონ მესხიას მიერ გამოქვეყნებული რჩეული სტატიები ნეიროქირურგიაში. ისინი დაწერილია სხვადასხვა დროს და მიძღვნილია ნეიროქირურგიის სხვადასხვა განხრებისადმი. თითოეული მათგანი გამოირჩევა ინოვაციურობით […]

გაგრძელება

გამოჩენილი მეცნიერები სახელობითი აკადემიური პრემიებით დაჯილდოვდნენ

  • მაისი 25, 2024

მიმდინარე წლის 22 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, რომელზეც სხვადასხვა დარგის გამოჩენილი მეცნიერები სახელობითი აკადემიური პრემიებით დაჯილდოვდნენ. საზეიმო ღონისძიებას აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა უძღვებოდნენ. დიპლომები გადაეცათ მეცნიერების ყველა დარგის წარმომადგენელ მეცნიერებს. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გაიცა მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემია პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში, რომლის გამარჯვებული გახდა […]

გაგრძელება

აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანის 75 წლის იუბილე აღინიშნა

  • მაისი 20, 2024

2024 წლის 14 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული აკადემიის, ალექსანდრე ნათიშვილის პრემიის ლაურეატის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის რამაზ ხეცურიანის დაბადების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ვრცელი მოხსენება “აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის ცხოვრება და მოღვაწეობა” – წაიკითხა თბილისის […]

გაგრძელება

თბილისში აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

  • მაისი 13, 2024

მიმდინარე წლის 2 მაისს, ქალაქ თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის 8 ნომერში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ (ალეკო) თავხელიძის (1930-2010) მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნაზე იმყოფებოდნენ  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჯაფარიძე, აკადემიკოსები:  ვლადიმერ ციციშვილი, ალექსანდრე […]

გაგრძელება