Yearly Archives: 2024

აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი ლენტეხის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს

  • ოქტომბერი 21, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს ლენტეხის საპატიო მოქალაქედ არჩევას და უსურვებს წარმატებებს.

გაგრძელება

აკადემიის წევრთა ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებული კანდიდატები

  • ოქტომბერი 18, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აქვეყნებს აკადემიის  ნამდვილ წევრთა  (აკადემი­კოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებული კანდიდატების სიას სპეციალობების მიხედვით აკადემიკოსთა ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებული კანდიდატები მათემატიკისა და და ფიზიკის განყოფილება      სპეციალობა, ვაკანსია აკადემიკოსობის კანდიდატები     ფიზიკა – 1 ვაკანსია   1.     თევზაძე ალექსანდრე  – მათემატიკის აკადემიური დოქტორი 2.     კერვალიშვილი პაატა – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი 3.     […]

გაგრძელება

მონოგრაფიის „შუა დერეფნის ენერგეტიკული განზომილება“ პრეზენტაცია

  • ოქტომბერი 16, 2024

15 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში,  გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის და პროფესორ ზურაბ გარაყანიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია. მონოგრაფია, ისტორიული და ლოგიკური ანალიზის ერთიანობის დიალექტიკური მეთოდის გამოყენებით, განიხილავს რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რაც შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ს. პავლიაშვილისა და ზ. გარაყანიძის მონოგრაფია ადასტურებს ჰიპოთეზას, […]

გაგრძელება

მსოფლიო წესრიგის ცვლილება და საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე

  • ოქტომბერი 13, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინტერვიუ გადაცემაში „დიდი სივრცე“.

გაგრძელება

გამოჩენილი მეცნიერის, დასტაქრის ოთარ ბურჯანაძის ხსოვნის საღამო

  • ოქტომბერი 12, 2024

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი ქართველი მრავალმხრივი დასტაქრის, მეცნიერის, პროფესორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში ოთარ ბურჯანაძის ხსოვნის საღამო და საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სხდომა შესავალი სიტყვით მედიცინის და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხეცურიანმა გახსნა. ოთარ ბურჯანაძის ცხოვრებისა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე აკადემიკოსმა რამაზ შენგელიამ ვრცელი მოხსენება გააკეთა. ღონისძიების მსვლელობისას […]

გაგრძელება

ენციკლოპედია „საქართველოს“ მე-5 ტომის პრეზენტაცია

  • ოქტომბერი 10, 2024

2024 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ აბაშიძემ  ენციკლოპედია „საქართველოს“ ახლადგამოცემული V ტომი წარმოადგინა. პრეზიდიუმის სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ  ენციკლოპედია „საქართველოს“ V ტომში, რომელიც მოიცავს ტერმინებს კვირადღე – მედიაცია, განთავსებულია 3000-ზე […]

გაგრძელება

მემორანდუმი საერთაშორისო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ CORE აკადემიასთან

  • ოქტომბერი 10, 2024

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საერთაშორისო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ CORE აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება მისასალმებელი  სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სტუმრების მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: CORE აკადემიის საბჭოს წევრი ლი ლეი, რეიმონდ ჯეი ვუ, ფან ლიუ და იან ჩანი. თავის მხრივ, CORE აკადემია წარმოადგენს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე – 110

  • ოქტომბერი 7, 2024

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დიდი ქართველი არქეოლოგის, ისტორიკოსის, პედაგოგის, რამდენიმე ორდენის კავალერის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის 110 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო სხდომა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო   მოხსენება – „ანდრია აფაქიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე ნონეშვილმა წარმოადგინა. აკადემიკოსმა ანდრია აფაქიძემ […]

გაგრძელება

VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული

  • ოქტომბერი 7, 2024

გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 13 სექტემბერს გამართულ VI ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების მასალები. კრებული

გაგრძელება

ღვარცოფების მსოფლიო VIII კონფერენცია საქართველოში გაიმართება

  • ოქტომბერი 7, 2024

2024 წლის 20-28 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ჩენგდუში (ჩინეთი, სიჩუანის პროვინცია) ღვარცოფების მსოფლიო VII კონფერენციაზე – „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 16 ქვეყნის 150 პროფესორი და ჩინეთში გარემოს დაცვის დარგში მომუშავე ცნობილი ინჟინერ-სპეციალისტები. აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მსოფლიო […]

გაგრძელება